3394 ხე-მცენარე რუსთავისთვის

2019-05-11 11:42:37

2018 წელს რუსთავის მასშტაბით 3394 ხე-მცენარე დაიგრო.

მცენარეების დარგვის სიმრავლით გასულ წელს სკოლებისა და ბაღების მიმდებარე ტერიტორიები გამოირჩეოდა სადაც სულ 1625 სხვადასხვა ჯიშის ხე დაირგო.

ხეების დარგვის სიმრავლით რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკიც გამოირჩეოდა.

რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლებმა 2018 წელს ქალაქის ათივე ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, ჯამში 1200 მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეები დარგეს.

გამწვანების ღონისძიების ფარგლებში, დეკორატიული მცენარეები დაირგო შუა გამყოფ ზოლებშიც.

რუსთავის ქუჩებში გასულ წელს ძირითადად დაირგო დეკორატიული მუხის ხეები, ფიჭვი, ჭადარი, კვიპაროსის ლეილანდები, ღვია,  ნეკერჩხალი და სხვა.

ქალაქში, გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობას "რუსთავსერვის ცენტრი" უზრუნველყოფს.