ავარიის შედეგად დედა-შვილი დაშავდა [video]

2019-05-02 10:40:17

რუსთავში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედა-შვილი დაშავდა. [ვიდეო/video]

ავარია მეგობრობის გამზირზე, გმირთა მემორიალთან მოხდა. ერთმანეთს სუზუკის და ტოიოტას მარკის ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად სუზუკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჯებირს შეეჯახა. დაშავებულები  რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოოში გადაიყვანეს.

როგორც ინფო რუსთავს სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს დედა-შვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო რუსთავის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.