რუსთავში საგზაო ნიშნებს ასწორებენ [video]

2019-04-25 00:35:34

რუსთავში, რამდენიმე მისამართზე საგზაო ნიშნების ჩასწორება მიმდინარეობს. [ვიდეო/video]

სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, რომ საავტომობილო გზებზე, ახალი საგზაო ნიშნები პროექტის მიხედვით დახაზეს თუმცა, ადგილობრივმა ხელძღვანელობამ კომპანიას, საგზაო ნიშნების ჩასწორების თხოვნით მიმართა. სამუშაოები შარტავასა და მეგობრობის გამზირზე განხორციელდა.

ხარვეზების გამოსწორება ცენტრალურ ქუჩებზე არსებულ იმ მოედნებთან მოხდა სადაც დახაზვის შემდეგ გარკვეული პრობლემები შეიქმნა. აღნიშნული ხარვეზები "ინფო რუსთავმა" არაერთხელ გააშუქა, ბოლოს კი ფოტორეპორტაჟის სახით, მძღოლების მოთხოვნების გათვალისწინებით კვირას გაავრცელა. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ასევე ჩასწორდა დახაზული, რომლის მიხედვითაც თბილისის ქუჩიდან ფალიაშვილის ქუჩაზე ჩამოსვლა შეუძლებელი იყო, ასევე ჩამოხსნეს სტოპ ნიშანი შუქნიშანთან, ხვალ კი იმ ხარვეზსს გამოასწორებენ რის გამოც ძველ რუსთავში უფრო მაღალი სიჩქარით შეიძლებოდა სიარული ვიდრე ახალ რუსთავში. სიჩქარის შეზღუდვა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე 50 კმ/სთ-მდე იქნება.

უკვე 2 თვეზე მეტია რაც ქალაქში საგზაო ნიშნების განტავზება და გზების მოხაზვა მიმდინარეობს, მძღოლები სწორედ ეს პერიოდია აქტიურად აპროტესტებენ იმას რომ გარკვეულ ლოკაციებზე იყო ხარვეზები.

საგზაო ნიშნები მოძრაობის უსაფრთხოების მოწესრიგებისა და უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი საშუალებაა. ისინი აფრთხილებენ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს სხვადასხვა სახიფათო უბნებთან მიახლოების შესახებ, ზღუდავენ ან კრძალავენ ქუჩებისა და გზების ცალკეულ უბნებზე ზოგიერთი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, აწესრიგებენ გზაჯვარედინის, სავალი ნაწილების გადაკვეთისა და გზის ვიწრო უბნის გავლის თანმიმდევრობას, აზუსტებენ ძირითადი ნიშნების მოქმედების ზონას, დროს, მანძილს ობიექტამდე ან ზღუდავენ მათ მოქმედებასნებას.