რა შეიცვალა რუსთავის ქუჩებში და რა უნდა გაითვალისწინონ მძოლებმა.
ბოლო 2 თვეა რუსთავის გზები აქტიურად იხაზება და მონტაჟდება საგზაო ნიშნები. საგზაო ნიშნების განთავსებიდან მალევე მძღოლებმა პროტესტი გამოხატეს და აღნიშნავდნენ რომ ზოგი ნიშანი არასწორედ იყო დამონტაჟებული. ასევე პრობლემები იყო ასფალტზე დახაზულ ისრებთან დაკავშირებითაც.
განსაკუთრებული გაურკვევლობა ცენტრალურ ქუჩებზე არსებულ წრეებთან გაკეთებულმა მონიშვნებმა გამოიწვია. დღეს ჩვენ გთავაზობთ კვირის ფოტორეპორტაჟს თუ სად არის შეუსაბამობა და რა პრობლემები შექმნა არასწრეად განთავსებულმა საგზაო ნიშნებმა. სწორედ ახალი მონიშვნების გამო, კვირა დღეს (მაშინ როდესაც ქალაქში მოძრაობა შედარებით თავისუფალი უნდა იყოს) რამდენიმე ადგილზე საცობი შევნიშნეთ.
აღსანიშნავია რომ კიდევ რამდენიმე ქუჩაზე როგორც განთავსდა ასევე მოიხნსა დამონტაჟებული საგზაო ნიშნები. მძღოლებიც სწორედ ამას აპროტესტებენ რომ ჯერ ჩამოყალიბდნენ და მერე მიიღონ სწორი გადაწყვეტილება.
ამჯერად თქვენს ყურადღებას რამდენიმე დეტალზე შევაჩერებთ. ფალიაშვილის ქუჩაზე შუქნიშანთან დამონტაჟებული სტოპ ნიშანი მას შემდეგ მოხსნეს რაც "ინფო რუსთავმა" აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, თუმცა ახალი ამკრძალავი ნიშანი დაკიდეს ლომოურის ქუჩაზე, რომლის მიხედვითაც ავტომობილის გაჩერება იკრძალება. ლომოურის ქუჩაზე არის სხვა პრობლემაც, კონკრეტულად კი მძღოლებს არ შეუძლიათ შეუხვიონ მარჯვნივ და ისარგებლონ რესტორნის, ავტოსახელოსნოს ან მაღაზიების მომსახურებით, რადგან საგზაო ნიშანი მარჯვნივ შეხვევას კრძალავს. "ინფო რუსთავმა" ასევე აღმოაჩინა რომ ძველ რუსთავში, ცენტრალურ ქუჩაზე მძღოლს შეუძლია უფრო სწრაფად იაროს ვიდრე ახალ რუსთავში, ამ ინფორმაციის გაშუქების შემდეგ სავარაუდოდ საგზაო ნიშანს შეცვლიან და დაწევენ სიჩქარის ლიმიტს, ისევე როგორც ეს გააკეთეს მეგობრობის გამზირზე.
ბოლოს კი ერთი მცირე სტატისტიკური ინფორმაცია - რუსთავის შემოსასვლელიდან ცენტრალურ ხიდამდე მძღოლებს 30-ჯერ უწევთ შეყოვნება, კონკრეტულად კი 20-ჯერ გადასასვლელთან, ხოლო 10-ჯერ შუქნიშანთან.
გაეცანით ფოტოებს და კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები.