შეშინებული მოსახლეობა და "შეცდომით ნაცემი მამაკაცი" [video]

2018-11-08 13:57:10

რუსთავში მამაკაცი პედოფილი ეგონათ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. [ვიდეო/video]

შემთხვევა ჭყონდიდელის დასახლებაში მაშინ მოხდა როდესაც 60 წლამდე მამაკაცი 15 წლის გოგონას ადევნებაში და თვალთვალში შეამჩნიეს. ადგილობრივები "ინფო რუსთავთან" აცხადებენ რომ სავარაუდო ეჭვმიტანილს ჩასაფრება მოუწყეს, ხოლო როდესაც მამაკაცმა გოგონასთან დაახლოება სცადა გადაწყვიტეს რომ მას ფიზიკურად გასწორებოდნენ. 60 წლამდე მამაკაცი გაიქცა, მოსახლეობას კი დამნაშავე სხვა მამაკაცში შეეშალა და სცემა. მოგვიანებით გაირკვა რომ ნაცემი მამაკაცი დამნაშავე არ ყოფილა, ეჭვმიტანილმა კი სექმნილი სიტუაციით ისარგებლა და მიიმალა.

"ინფო რუსთავის" მიერ გავრცელებულ ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მომხმარებლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ძალიან შეშინებულები არიან, ბავშვებს არა თუ საღამოს საათებში, დღის საათებშიც კი ვერ უშვებენ დამოუკიდებლად გარეთ.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს 141-ე მუხლით, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს".