სარიტუალო დარბაზი "მამული" ე.წ. "ტაბაღუას დარბაზი" გასხვისდა.
გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ ობიექტის მეპატრონემ მიიღო. ნოდარ ტაბაღუა "ინფო რუსთავთან" სარიტუალო დარბაზის გასხვისების მიზეზებზე საუბრობს - "მე გავასხვისე ობიექტი რომელსაც 20 წელი ვმართავდი და სადაც არცერთი ადამიანი არ მოწამლულა. ჯერ აჩვენეს კანალიზაცია ქუჩაში და მერე შიდა კადრები. ჩემზე იყო შეტევა, ეს იყო სიძულვილის ენა, მე გამაკოტრეს სპეციალურად და იძულებული გავხდი დამეთმო სარიტუალო დარბაზი. მე რუსთაველების წინაშე ვალდებულებები გამაჩნია, მე აქ დავიბადე აქ გავიზარდე, მამაჩემი იყო ერთერთი ვინც ააშენა რუსთავი. მე წამოვედი და დავტოვე ობიექტი ისე რომ არც არაფერი წამომიღია."
შეგახსენებთ რომ სარიტუალო დარბაზის შესახებ გადაცემა "სახალხო კონტროლმა" მოამზადა რომელსაც რუსთაველების დიდი ნაწილის მხრიდან აგრესია მოჰყვა, ამის შემდეგ ობიექტის მეპატრონემ, ნოდარ ტაბაღუამ რუსთაველებს ბოდიში მოუხადა და განმარტება გააკეთა.