როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

2023-09-18 20:16:56
19 სექტემბრის ღამის საათებში, აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში (უმეტესად კახეთის რეგიონში), ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.