რუსთაველების ნაწილს ბუნებრივი გაზი ისევ არ მიეწოდება

2021-01-13 11:10:39

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონის მცხოვრებლებს ბუნებრივი აირი მეორე დღეა არ მიეწოდებათ.

როგორც "ინფო რუსთავს" კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენელმა, განუცხადა, აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება ეტაპობრივად დღის მეორე ნახევრიდან დაიწყება.

ამ დროისთვის კომპანიის წარმომადგენლები დაზიანებული გაზის მილის შეკეთებას ცდილობენ.

შეგახსენებთ, რომ მე-12 მიკრორაიონში ცენტრალური გაზის მილს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც მილი დაზიანდა და მე-12 მიკრორაიონის აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდათ.

RUSTAVI