კოვიდ19-ის ახალი შემთხვევები რუსთავში

2020-10-17 17:53:07

რუსთავში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამის შესახებ "ინფო რუსთავავ" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის სამსახურში განუცხადეს.

მათი თქმით, 8-ვე პაციენტი მანამდე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა.

29 აგვისტოს შემდეგ დღემდე რუსთავში კორონავირუსული ინფექციით ინფიცირების 174 შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო 110 გამოჯანმრთელდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI