ვანდალიზმის ფაქტი რუსთავში [photo]

2019-10-09 10:26:36

ვანდალიზმის ფაქტი რუსთავში.

"ბიჭუნა" რომელიც #25 საჯარო სკოლასთან იყო განთავსებული დღეს დილით დაზიანებული ნახეს.

ამ დროისთვის უცნობია ეს იყო ავტოსაგზაო შემთხვევა თუ სკულპტურის დაზიანება განზრახ მოხდა.

შეგახსენებთ რომ სკულპტურები რუსთავის რამდენიმე სკოლასთან 15 სექტემბერს "რუსთავსერვის ცენტრმა" განათავსა.

პროექტის მიზანი საგზაო მოძრაობაში მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება იყო.

RUSTAVI