პოლიციამ რუსთავში გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა. [ვიდეო/video]
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით, 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ჯ.მ. დააკავეს.
დანაშაული 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მიმდინარე წლის 20 მაისს რუსთავში ერთ-ერთ პარკში თავს დაესხა 1988 წელს დაბადებულ ქ.ს.-ს და მისი გაუპატიურება სცადა
ქალმა მას წინააღმდეგობა გაუწია და გაქცევა მოახერხა, რის შემდეგაც ჯ.მ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა იგი მომხდარიდან მეორე დღეს რუსთავში დააკავეს.
გამოძიება გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე, სსკ-ის 19-137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
რუსთავის ცენტრალურ პარკში გაუპატიურების მცდელობის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავმა" გაავრცელა, ნახეთ რას ჰყვება დაშავებული გოგონა და პარკის დაცვის თანამშრომელი.