სექსუალური ძალადობის ფაქტი რუსთავში [video]

2019-05-20 21:54:57

სექსუალური ძალადობის ფაქტი რუსთავში [ვიდეო/video]

ახალგაზრდა გოგონას გაუპატიურება ცენტრალურ პარში სცადეს.

"ინფო რუსთავს" დაზარალებული გაესაუბრა და აღნიშნა რომ მას თავს უცნობი მამაკაცი დაესხა და მისი გაუპატიურება სცადა. გოგონას მხრიდან ძალის გაწევის და ყვირილის შემდეგ მამაკაცი ადგილიდან მიიმალა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო, კრიმინალური და საპატრულო პოლიცია.

გოგონას ძალადობის კვალი აღენიშნებოდა სახის და მარჯვენა ხელის არეში, მას სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "მომხდარზე გამოძიება 19-137 მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს."

რას აცხადებს დაშავებული და დაცვის თანამშრომელი რომელმაც გოგონა გადაარჩინა, დეტალები ნახეთ ვიდეოში.


ავტორი

გიორგი ჩომახაშვილი

ნახე ავტორის სხვა სიახლეები

RUSTAVI