რუსთავში საცურაო სეზონი იხსნება

2019-05-18 16:30:22

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში საცურაო სეზონი იხსნება.

პარკში მისვლა ტბაში ცურაობის მსურველებს 1 ივნისიდან შეეძლებათ.

როგრც "რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელი გიორგი გოროზია აცხადებს, ტბაში ბანაობა ნებადართული 10:00 საათიდან 20:00 საათამდე იქნება.

დღის განმავლობაში ტბის პერიმეტრზე 2 კაცისგან შემდგარი სამაშველო სამსახური იმორიგევებს.

"რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელის ინფორმაციით, იმისათვის, რომ საცურაო ზონაში უსაფრთხოების ზომები დაცული იყოს, სამსახურმა შესაბამისი ტექნიკის, აღჭურვილობისა თუ აქსესუარების მობილიზება უკვე მოახდინა.