შეგექმნათ პრობლემა საკანალიზაციო სისტემებზე? გაიბიდნა ჭები ან ქსელი? ტრაპი, უნიტაზის ნიჭარა თუ ხელსაბანი?

ბიუჯეტმა 61 246 600 ლარი შეადგინა

2019-05-15 15:48:05

"ქალაქ რუსთავის ბიუჯეტი საკუთარ რეკორდს ხსნის" - აცხადებს რუსთავის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ლევან კავთიაშვილი.

როგორც დღეს საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი, რუსთავის 2019 წლის ბიუჯეტი 255 000 ლარით გაიზარდა და შეადგინა 61 246 400 ლარი.

ბიუჯეტის გაზრდა 2018 წლის ბოლოს დარჩენილი ნაშთისა და მიმდინარე წლის ბიუჯეტში ეკონომიების შედეგად გამოთავისუფლებული თანხის საფუძველზე მოხდა.

2019 წლის ბიუჯეტში ათვისებული ნაშთი და გამოთავისუფლებული სახსრები შემდეგნაირად დაიხარჯება:

21 800 ლარი - საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა.
25 000 ლარი - სტუდენტთა სოციალური დახმარება.
5 700 ლარი - რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია.
387 100 ლარი - საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა.
357 600 ლარი - სპორტული და საბავშვო ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა.

შეგექმნათ პრობლემა საკანალიზაციო სისტემებზე? გაიბიდნა ჭები ან ქსელი? ტრაპი, უნიტაზის ნიჭარა თუ ხელსაბანი?

RUSTAVI