მწვანე ბარათის გათამაშება დაიწყო

2019-10-08 21:48:19

მწვანე ბარათის, ანუ Green Card–ის გათამაშებაში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია დაიწყო.

მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისაც აქვს საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები განმცხადებლებს ურჩევენ, რომ განაცხადები სარეგისტრაციო პერიოდის დასაწყისშივე შეიტანონ, რადგან სარეგისტრაციო პერიოდის ბოლოს, დიდი მოთხოვნის გამო, სისტემის მუშაობა შეიძლება საგრძნობლად შენელდეს.

კანონმდებლობის თანახმად, ერთ განმცხადებელს მხოლოდ ერთი განაცხადის შევსება შეუძლია. განაცხადის შეტანა უფასოა. განაცხადაი ამ ვებ –გვერდზე უნდ შევსოთ: dvlottery.state.gov

ინფორმაცია, რომელიც მწვანე ბარათის შევსებაში დაგეხმარებათ:

1. რეგისტრაცია იწყება 2 ოქტომბერს 20:00 საათზე;
2. რეგისტრაცია მთავრდება 5 ნოემბერს, 21:00 საათზე;
3. რეგისტრაცია უფასოა;
4. უნდა დარეგისტრირდეთ მხოლოდ ამ გვერდზე: https://dvlottery.state.gov/
5. ნუ მიმართავთ დამხმარე ორგანიზაციებს, ვინაიდან დიდია თაღლითობის რისკი;
6. რეგისტრაციისას მოგენიჭებათ უნიკალური კოდი, რომელიც უნდა შეინახოთ;
7. სტატუსის გაგებას შეძლებთ უნიკალური კოდის გამოყენებით 2020 წლის 7 მაისიდან გვერდზე: www.dvlottery.state.gov;
8. თუ სხვა ნებისმიერი გზით მიიღებთ მოგების შესახებ შეტყობინებას, ეს იქნება თაღლითობა და არ ენდოთ;
9. თქვენი მოგების შემთხვევაში აშშ-ის მთავრობა არ უზრუნველყოფს რაიმე სახის პირად მომსახურებას, როგორიცაა ავიამგზავრობის ხარჯები, საცხოვრებლის პოვნასა თუ დასაქმებაში დახმარება და სხვა;
10. შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ოფიციალურ წარმომადგენლობას. აშშ-ის საელჩოსა და საკონსულოს US Embassy Tbilisi, Georgia”

რეგისტრაციის დასრულებისას მნიშვნელოვანია აპლიკანტმა შეინახოს დასტურის ნომერი, რომელიც გამოჩნდება აპლიკაციის ვებ-გვერდზე. აღნიშნული ნომრის გამოყენებით მონაწილე მომავალში სტატუსს გადაამოწმებს.

დეტალური ინფორმაცია ნახეთ ამ ბმულზე

RUSTAVI