რუსთავში მიწისქვეშა კომუნიკაციები წესრიგდება

2019-05-04 17:40:57

რუსთავში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება მიმდინარეობს.

სარემონტო სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე მისამართზე ხორციელდება. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, "რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლები, ქალაქის მარჯვენა სანაპიროზე, წყალარინების მილებს ცვლიან და სანიაღვრე სისტემას აწესრიგებენ.

ახალი სანიაღვრე სისტემა უკვე მოეწყო მესხიშვილის გამზირზე. ფალიაშვილის ქუჩაზე კი რუსთავსერვის ცენტრის ტექნიკურმა ჯგუფმა, დაზიანებული კოლეკტორის მილი აღადგინა.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, ანალოგიური სამუშაოები ქალაქში ეტაპობრივად განხორციელდება, განსაკუთრებით კი ისეთ უბნებში, სადაც სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება აუცილებელია.