რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 21 წლის გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ დავით გოგოძემ "ინფო რუსთავთან" საუბარში განაცხადა, დაშავებული საავადმყოფოში კოჭ-წვივის სახსრის ტრავმით შეიყვანეს, რის გამოც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
ამ ეტაპისთვის 21 წლის გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის სტაციონარში მკურნალობას განაგრძობს.
შეგახსენებთ, ავარია მოხდა რუსთავში, მეგობრობის გამზირზე. "ნისანის" მარკის ავტომობილი ზებრა გადასასვლელზე ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა.