შეგექმნათ პრობლემა საკანალიზაციო სისტემებზე? გაიბიდნა ჭები ან ქსელი? ტრაპი, უნიტაზის ნიჭარა თუ ხელსაბანი?

ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა [video]

2019-05-03 11:02:06

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავარია მოხდა. [ვიდეო/video]

"ნისანის" მარკის ავტომობილი ზებრა გადასასვლელზე ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედამ ფეხი მოიტეხა, შვილს კი არაფერი დაშავებია.

როგორც თვითმხილველები "ინფო რუსთავთან" საუბარში ყვებიან, დედას შვილი ხელში ჰყავდა აყვანილი და გადასასვლელზე გადადიოდა, რა დროსაც ავარია მოხდა. ქალი 21 წლის არის ხოლო ბავშვი 3 წლის.

"ნისანის" მარკის ავტომობილის მძღოლის თქმით, მან ზებრაზე გადამავალი დედა-შვილის შემჩნევა ვერ მოახერხა.

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა დედა-შვილი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. პირველადი ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟთან ერთად ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.


შეგექმნათ პრობლემა საკანალიზაციო სისტემებზე? გაიბიდნა ჭები ან ქსელი? ტრაპი, უნიტაზის ნიჭარა თუ ხელსაბანი?

RUSTAVI