საზარელი მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში - 85 წლის მამაკაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.
დაჭრილია ცოლიც, რომელსაც სამედიცინო დახმარება უტარდება. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.
85 წლის ო.გ. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დაკავებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით, რამდენიმე გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ერთდროულად 4 ადამიანს - შვილს, რძალს და ორ მეზობელს, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც.