გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება 13:00-დან 15:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს სოფლებში მუხროვანი, მარტყოფი, ახალსოფელი, სააკაძე და მიმდებარე სოფლებში.
13:00-დან 19:00 საათამდე - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქვედა ბოლნისი, ხატისოფელი, ვანათი, სამწვერისი, ხიდისყური და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 19:00 საათამდე - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ირგანჩაი, ტყისპირი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.