რუსთავში, ადგილობრივი მცხოვრებლები, ჭყონდიდელის დასახლებაში ციხის მშენებლობას აპროტესტებენ.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს დღეს რუსთავის ეპარქიაც შეუერთდა. აქციაზე მრევლთან ერთად იმყოფება მეუფე იოანე.
აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელი რჩება, ისინი ჭყონდიდელის დასახლებაში ციხეების მშენებლობის დროებით შეჩერებასა და იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.