რამდენი ლარის გადახდა მოუწევთ სტუდენტებს

2019-04-25 12:39:16

მართვის მოწმობის გამოცდაზე, სტუდენტები, რომლებიც სტუდენტის ID ბარათს წარადგენს, 55 ლარის ნაცვლად, 15 ლარს გადაიხდიან. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში აცხადებენ.

მათივე ცნობით, ფასდაკლება ვრცელდება მხოლოდ ერთჯერადად. ანუ, თუ სტუდენტი პირველ გამოცდაზე ჩაიჭრება, მას შემდეგ მცდელობაზე, ჩვეულებრივ, 55 ლარის გადახდა მოუწევს.

სააგენტოს ინფორმაციითვე, სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩასაბარებლად მსურველმა უნდა მიმართოს მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ერთეულს, ყოველ დღე კვირის გარდა (გამოცდები არ ბარდება  თბილისში, ქავთარაძის 21-ში მდებარე ერთეულში). ასევე გასათვალისწინებელია, რომ შაბათ დღეს თეორიული გამოცდაზე გასვლა შესაძლებელია 13:00 საათამდე.