უცნობმა პირებმა ახლად გაკეთებული ჯებირი დააზიანეს (ფოტოები).

2016-11-01 13:21:43

მეგობრობის გამზირზე ცენტრალური გზის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული გაზონის ჯებირის შესახებ, ინფორმაცია ქალაქის ინფრასტრუტურის სამსახურს „ინფო რუსთავმა“ მიაწოდა. ჯებირის ნაწილი მიწიდან მთლიანად ამოგლეჯილია, ნაწილი კი - დაზიანებული. ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ალეკო ნავროზაშვილი სიტუაციას ადგილზე გაეცნო. მისი თქმით, ღობის დაზიანება ავარიამ გამოიწვია. ალეკო ნავროზაშვილი ვარაუდობს, რომ ჯებირს მანქანა შეეჯახა, რამაც კონსტრუქციის მიწიდან ამოგლეჯვა გამოიწვია, იმის გამო კი რომ მანქანა უკან გამოეყვანათ,  მგზავრებმა მთლიანი ჯებირი დააწვინეს.  გაზონზე დარჩენილია ავტომანქანის საბუავების კვალიც. ამ დროისთვის ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილეების დადგენა მიმდინარეობს. ჯებირის შეკეთებას კი ადგილობრივი ხელისუფლება საკთარი ხარჯებით მოახდენს.