შესაძლოა „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ კანონმდებლობა გამკაცრდეს.

2017-03-09 13:02:24

შსს ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრების ინიციატივით გამოდის. შსს აკადემიაში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოზე განიხილეს ორი ახალი ინიციატივა. ერთ-ერთი უკავშირდება კანონიერი ქურდების წინააღმდეგ კანონმდებლობის დახვეწას და გარკვეულად გამკაცრებას, ხოლო მეორე-დნმ ბანკის შექმნას, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს პოლიციას, მათ შორის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით. სხდომას შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარი პროკურატორის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.