რამდენიმე ლოკაციაზე ე.წ. ბუგაროკების დემონტაჟი მიმდინარეობს

2019-04-21 00:25:49

რუსთავის შემოსასვლელსა და თბილისის ქუჩაზე, ხელოვნური შემაფერხებლების დემონტაჟი მიმდინარეობს.

აღნიშნულ ლოკაციებზე ეგრედწოდებული მწოლიარე პოლიციელების სიმაღლე არსებულ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა, რის გამოც სიჩქარის შემზღუდავი ბარიერის სიმაღლეში შემცირება მიმდინარეობს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით ქალაქის შემოსასვლელში გაკეთდება სიჩქარის ისეთი შემზღუდველი როგორიც მეგობრობის გამზირზე, ფოსტის მიმდებარე ტერიტორიაზეა.

სამუშაოებს ააიპ "რუსთავსერვის ცენტრი" ასრულებს.

ავტორი

სალი ომაროვა

ნახე ავტორის სხვა სიახლეები