დაზიანებული ლამპიონების გამოცვლა მიმდინარეობს.

2017-03-08 21:38:49

მეგობრობის გამზირზე, ტროტუარზე არსებული დაზიანებული სანათების (ლამპიონების) გამოცვლა დაიწყო, სამუშაოებს ააიპ „უზრუველყოფა“ ახორციელებს. დაზიანებული ლამპიონები გამოიცვლება შარტავას გამზირზეც და ყველა იმ ქუჩაზე სადაც მსგავსი სანათით არის ტროტუარები განათებული. „უზრუველყოფაში“ აცხადებენ რომ რამდენიმე დღის წინ 1500 ერთეული სანათი შეიძინეს, თითო ლამპიონის ღირებულება 30 ლარს შეადგენს.