ჭაობით შეწუხებული მოსახლეობა.

2017-03-03 20:36:17

სანაპიროს ქუჩის მაცხოვრებლებს უკვე წლებია დატბორილი ტერიტორიისგან გამოწვეული ანტისანიტარიული პრობლემები აწუხებთ. აღნიშნული პრობლემით „ინფო რუსთავს“ ერთ-ერთი მოქალაქე დაუკავშირდა. სანაპიროს ქუჩის მაცხოვრებლების ინფორმაციით, უკვე წლებია, რაც ტერიტორიის დიდი ნაწილი ჭაობდება, ამის მიზეზი კი ის დაზიანებული მილია, რომლითაც რუსთავის პარკის ტბა მარაგდება.  „ზაფხული შარშან გაუსაძლისი იყო იმდენი კოღო იყო და წელს ალბათ კიდევ უარესი იქნება. მეშინია რამე დაავადებაც არ გაჩნდეს , ქვეწარმავლებზე ხომ ლაპარაკიც აღარ მაქვს“ -აღნიშნა სანაპიროს ქუჩის მაცხოვრებელმა.

„ინფო რუსთავი“ საკითხთან დაკავშირებით რუსთავის ააიპ უზრუნველყოფის სამსახურს დაუკავშირდა, როგორც უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, ზაზა კუპატაძემ განაცხადა, ის აღნიშნული პრობლემით უკვე ინფორმირებულია და შესაბამის სამუშაოებს მომავალი კვირიდან დაიწყეებს, რათა პრობლემა რაც შეიძლება დროულად აღმოიფხვრას.