დედის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება რუსთავის მუნიციპალურ თეატრში გაიმართა. კონცერტი რუსთავის სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის ინიციატივით შედგა, ღონისძიებას მრავალშვილიანი დედები დაესწრნენ. სცენაზე რუსთავის სამუსიკო სკოლის პედაგოგები, ორკესტრი, ტრიო ქალაქური და კაპელა გამოვიდა.