მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცეს.

2017-03-03 14:24:19

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დედის დღე მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ დედებს მიულოცეს. ქალაქის მერმა დავით ჯიქიამ და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა გუგეშაშვილმა 3 მრავალშვილიან დედას 3 მარტი პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა. დედის დღესთან დაკავშირებით 8 მარტამდე თვითმმართველობისგან ყველა სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი დედა მიიღებს საჩუქარს.