ძაღლების დროებითი თავშესაფარის ვეტ.ექიმი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებს ეხმაურება. ფოტოებზე რომელზეც, სტერილიზაციის პროცედურის შემდეგ, ჭრილობა გახსნილი ძაღლია ასახული, ინტერნეტ სივრცეში დღეს გამოჩნდა. ძაღლის პატრონი, აღნიშნულ შემთხვევაში, თავშესაფარის ვეტერინარს ადანაშაულებს და ამბობს რომ, სტერილიზაციის პროცედურის ჩატარების შემდეგ, ცხოველზე შესაბამისი მოვლა არ განხორციელდა. ძაღლების დროებითი თავშესაფარის ვეტერინარმა, ფაქტი რომ მეტის ძაღლს სტერილიზაცია თავშესაფარში ჩაუტარდა დაადასტურა, თუმცა გამორიცხა რომ შემდგომი გართულებები, არასრულყოფილად ჩატარებულმა ოპერაციამ გამოიწვია. ვეტერინარის თქმით, ძაღლი ოპერაციის შემდეგ 3-დღის განმავლობაში დაკვირვებას გადიაოდა, რა დროც გართულებების გამოსავლენად სრულიად საკმარისი იყო. შექმნილ მდომარეობას ვეტერინარი ძაღლისა და პატრონის გაუფრთხილებლობით ხსნის.