ახალი დეტალები ბანკის დაყაჩაღების ფაქტზე

2019-03-08 16:19:27

"საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების მცდელობის ფაქტზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

როგორც გატაცებული მამაკაცის ახლობლები ამბობენ, დაყაჩაღებამდე თავდამსხმელებს გატაცებულები მთელი ღამე ტყეში ჰყავდათ. მათი თქმით, ხალგაზრდა მამაკაცი მანქანის საბარგულში იყო მოთავსებული გოგო კი მანქანის სალონში.

"ახალგაზრდა გოგო მანქანით იყო, როცა მათზე თავდასხმა განხორციელდა და ის მანქანიანად გაიტაცეს. მასთან ერთად გატაცებული იყო კიდევ ერთი ბიჭი. ისინი რამდენიმე საათი ხელ-ფეხ შეკრული ჰყავდათ, ბანკზე თავდასხმის შემდეგ კი, ბანკის ტერიტორიაზე მანქანიდან ჩამოაგდეს, თავად ჩასხდნენ იმავე მანქანაში და გაიქცნენ", - აცხადებენ გატაცებული მამაკაცის ახლობლები.

გლდანში, პოლიციის განყოფილებაში წუხელ გატაცებული ახალგაზრდა ქალი უკვე დაკითხეს, მამაკაცის დაკითხვა კი  მიმდინარეობს.