მაღალსართულიან კორპუსებში ბუნკერების დალუქვის პროცესი უკვე დაიწყო. სამუშაოები ააიპ "უზრუნველყოფა"-მ XX მიკრო-რაიონის რამდენიმე კორპუსში უკვე განახორციელდა.
XX მიკრო-რაიონის შემდეგ სამუშაოები უკვე XXI მიკრო-რაიონში გაგრძელდება. ბუნკერების დალუქვის პროცესი მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში VI, VII, VII-ა და VIII მიკრო-რაიონებშიც მალე დაიწყება. პარალელურად იმ საცხოვრებელ სახლებში სადაც დაილუქება ბუნკერები მოხდება დამატებით, სპეციალურად შერჩეულ ადგილებზე საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის ურნების განთავსება.
რუსთავის თვითმმართველობაში აცხადებენ რომ პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება და ყველა კორპუსთან ბუნკერების დალუქვის პარალელურად განთავსდება ურნები.