იყო თუ არა "მინი ჩიქენში" მატლი.

2017-02-24 18:52:15

მაკდონალდსში შეძენილ „მინი ჩიქენში“ მატლი აღმოაჩინეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინფო რუსთავს“ გვერდის მომხმარებლმა მოაწოდა. ქალბატონის მტკიცებით, საკვების მიღებისას, „მინი ჩიქენში“ მატლი აღმოაჩინა, რის შემდეგაც საყვედურით ობიექტის მენეჯერს მიმართა. რუსთავის მაკდონალდსში ქალბატონს განუცხადეს რომ, ის რაც მას მატლი ეგონა, ქათმის ორგანული ნაწილი იყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით მაკდონალდსმა „ინფო რუსთავს“ წერილობით უპასუხა, სადაც ნათქვამია რომ:

მაკდონალდს საქართველო მარაგდება ევროპის საუკეთესო სტანდარტების მქონე საწარმოებიდან, რომლებიც მკაცრი კრიტერიუმებით შეირჩა მაკდონალდს ევროპის მიერ და სერთიფიცირებულია ჩვენს ქსელში. მაკდონალდსის თითოეული პროდუქტი მზადდება 100%-ით ნატურალური ხორცისგან და გადის საერთაშორისო სტანდარტების უამრავ შემოწმებას. მომხმარებლის მიერ დაფიქსირებულ კადრში ნაჩვენებია ქათმის ორგანული ნაწილი და რისკი იმისა, რომ მომხმარებელთან მოხვდეს წუნიანი პროდუქტი, დაცულია ამ საერთაშორისო სტანდარტებით.“