რუსთავში, შევჩენკოს ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის სარდაფში ხანძარი გაჩნდა. [ვიდეო/video]
ძლიერი დაკვამლიანების გამო კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოახერხეს.