რუსთავში, მეგობრობის ქუჩის ნაწილი დაიტბორა. მიზეზი მეგობრობის #41 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების დაზიანება გახდა.
სანიაღვრე მილის დაზიანების გამო მეგობრობის ქუჩაზე წყალი ამ წუთებშიც მიედინება.
აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებში დასაქმებულები გარეთ გამოსვლას ვერ ახერხებ.
ადგილზე მობილიზებულია კომპანია რუსთავის წყალის საავარიო სამსახურის წარმომადგენლები, ინფო რუსთავის ინფორმაციით, დროებით გადაიკეტება წყლის მილი, რათა კომპანიის წარმომადგენლებმა სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება შეძლონ.
კომპანია რუსთავის წყალმა ცოტახნის წინ განცხადებაც გაავრცელა სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნულის გამო მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
განცხადებაში ნათქვამია: რუსთავში, მეგობრობის გამზ. N 41-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, დღეს, 24/01-ის 16:00-დან 25/01-ის 04:00-მდე წყლის მიწოდება შეუწყდება:
მეგობრობის გამზ. N 31-დან N 47-ის ჩათვლით, კლდიაშვილის ქ. N 4-დან N 14-ის ჩათვლით, ლესელიძის ქ. N 28,30,32, თოდრიის ქუჩას.