1 გარდაცვლილი და 4 დაშავებული

2019-01-23 14:23:29

ავარია ნინოწმინდაში.

სოფელ სათხასთან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს "ოპელის" მარკის ავტომობილი "ჯიგულის" მარკის ავტომობილს დაეჯახა, რა დროსაც "ჯიგულის" მძღოლი, 68 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ავტომობილებში მყოფი, 4 მგზავრი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ - "მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია."