იმ შემთხვევაში თუ რუსთავი-თბილისის მიმართულებით ავტობუსები დაინიშნება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს მხოლოდ ერთ ლოკაციაზე მიიყვანს.
უკვე ცნობილია დგილი სადაც ავტობუსები გაჩერდებიან. ეს არის ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია. აღნიშნული საკითხი თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე გაიტანეს, 25 იანვარს კი თბილისის საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად გავა.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, რუსთავის მუნიციპალიტეტმა, თბილისის მერიას, დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით, რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების (M 3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტის დადგენასთან დაკავშირებით წერილობით დაახლოებით 2 კვირის წინ მიმართა.
შეგახსენებთ, დაახლოებით 1 თვეა რუსთავის მერია რუსთავი-თბილისის მარშრუტზე სამგზავრო ავტობუსების შემოყვანის საკითხზე მუშაობს.
იმ შემთხვევაში თუ რუსთავის მერია (M 3) კატეგორიის ავტობუსებზე ტენდერს გამოაცხადებს, სავარაუდოდ მოუწევს სატენდერო პირობებში ჩადოს ის, რომ პრედენდენტის მიერ შემოთავაზებული ყველა ავტობუსი იყოს ერთი მარკის და ერთი მოდელის და რაც მთავარია ავტობუსი აკმაყოფილებდეს "ევრო 6" სტანდარტს.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, თუ ავტობუსი არანაკლებ ევრო 6 ემისიის სტანდარტის შესაბამისი არ იქნება ის თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ვერ შევა.