149 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იწყება

2019-01-20 18:35:49

განათლების რეფორმის ფარგლებში 2019 წელს  149 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება, ნაწილობრივი რეაბილიტაცია ასევე  ჩაუტარდება 31 საჯარო სკოლას და დაიწყება 8 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის ბიუჯეტში 80 მლნ ლარია გამოყოფილი, რომლითაც დაგეგმილია თბილისსა და რეგიონებში განათლებისა და მეცნიერების ახალი ქალაქის და პროფესიული განათლების ცენტრის აშენება, საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სკოლებში უსაფრთხოების სისტემების უზრუნველყოფა.

"ინფო რუსთავი" დაინტერესდა იგეგმება თუ არა  2019 წლის ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში რუსთავის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაცია.

როგორც ჩვენთან საუბრისას რუსთავის რესურცენტრის უფროსმა თამარ ხეჩიკაშვილმა განაცხადა, 2019 წელს, რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებების სრული რეაბილიტაცია არ იგეგმება.