ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის მორიგი შემთხვევა.

2017-02-23 18:19:08

ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 26 წლის ქალბატონი მოიწამლა. ბუნებრივი აირის გაჟონვა, აბაზანაში დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლიდან მოხდა. ქალბატონი რომელიც აბაზანაში იმყოფებოდა, შეუძლოდ გახდა რის შემდეგაც სასწრაფო-სამედიცინო ეკიპაჟის გამოძახება გახდა აუცილებელი. პაციენტს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. როგორც რუსთავის სასწრაფო დახმარების ცენტრში აცხადებენ, ქალბატონის საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო აღარ გახდა. რაც შეეხება, სხვა ოჯახის წევრებს, მათ მოწამვლის კლინიკური ნიშნები არ აღენიშნებოდათ. შემთხვევა ფალიაშვილის ქუჩაზე მოხდა.