რიგები მომსახურების სააგენტოში

2019-01-22 11:05:24

შსს-ს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ფილიალში 2 დღეა რიგებია.

"ინფო რუსთავს" ერთერთი მძღოლი დაუკავშირდა და განუცხადა რომ დილიდან უკვე 2 საათია რიგში დგას და ჯერ შენობაში ვერ შევიდა - "ათობით მძღოლია შენობასთან, უკვე 2 საათია გარეთ ვარ, ვერ გავიგე რამ გამოიწვია რიგი".

"ინფო რუსთავი" აღნიშნული საკითხით დაინტერესდა და გაარკვია რომ მომსახურების სააგენტოსთან რიგები მართვის მოწმობის ცვლილებამ გამოიწვია.

შეგახსენებთ რომ 2019 წლის 1 მარტიდან იურიდიულ ძალას კარგავს საქართველოში 2014 წლის 1 მარტამდე გაცემული, C, CE, D, DE, C1, C1E, D1 და D1E კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობები. დეტალები ნახეთ ამ ლინკზე.