მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2019-01-21 23:09:13

დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი.

თბილისში 22 იანვარს დღე უნალექოდ ჩაივლის, დღის ბოლოს გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსი იქნება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 22 იანვარი +12°C, 23 იანვარი +9°C, 24 იანვარი +9°C, 25 იანვარი +12°C.