ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით 33 წლის ჟურნალისტი მეგობრებთან ერთად ბუდაპეშტში იმყოფებოდა.
ლევან ჩხაიძეს გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება.
სხვა დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.
ლევან ჩხაიძე ტელეკომპანია პირველზე გადაცემის წამყვანი იყო.
"ინფო რუსთავი" უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.