ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

2017-02-23 15:52:59

კომპანია "ენერგო პრო" განცხადებას ავრცელებს - "გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 თებერვალს 03:00-დან 06:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 23 933 აბონენტს რუსთავში. ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება მეგობრობის, ფალიაშვილის, თოდრიას, ლეონიძის, მესხიშვილის, ტაშკენტის და მიმდებარე ქუჩებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა და ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში".