გერმანიის ბუნდესტაგმა(პარლამენტის ქვედა პალატა) სამთავრობო გეგმას მხარი დაუჭირა, რომლის მიხედვით სამი ჩრდილოეთ აფრიკული ქვეყანა და საქართველო უსაფრთხო ქვეყნებად გამოცხადდება.
ინფორმაციას Deutsche Welle. ავრცელებს.
კანონპროექტს მხარი 509 დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის არიან დეპუტატები კონსერვატორული კოალიციიდან, სოციალ-დემოკრატები, „გერმანიისთვის ალტერნატივა“ და „თავისუფალი დემოკრატები“.
დოკუმენტის თანახმად ალჟირი, მაროკო, ტუნისი და საქართველო უსაფრთხო ქვეყნებად გამოცხადდება, რაც ამ ქვეყნის მოქალაქეებს გერმანიაში თავშესაფრის მიღებას გაურთულებს.
კანონპროექტის შეტანისას, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ხორსტ ზეეჰოფერმა თქვა, რომ შესწორება მხოლოდ იმის დადასტურება იქნება, რაც ისედაც არის რეალობა.
მისი თქმით, შესწორება გერმანიას მისცემს შესაძლებლობას ისეთ ადამიანებს მისცეს თავშესაფარი, რომლებიც ეს ნამდვილად სჭირდება.
პროცედურის თანახმად, კანონპროექტს მხარი ბუნდესრატმა უნდა დაუჭიროს(პარლამენტის ზედა პალატა), რომელიც გერმანიის 16 ფედერალური მიწის წარმომადგენლით არის დაკომპლექტებული. მათგან 9 ფედერალური მიწის წარმომადგენელი ცვლილებას მხარს არ უჭერს და შესაძლოა, კანონპროექტის დამტკიცება ჩავარდეს, როგორც ეს უკვე 2017 წელს მოხდა.
ბუნდესრატის კენჭისყრა 15 თებერვალს გაიმართება.