ცვლილებები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

2019-01-19 14:15:26

სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები გახუთმაგებულ დახმარებას მიიღებენ. ცვლილება სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები 16 წლამდე ასაკის პირებისთვის მონეტარული დახმარების გახუთმაგებას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია,რომ ამ დრომდე, სოციალურად დაუცველთა ოჯახში მცხოვრებ არასრულწლოვან თითო ბავშვზე დამატებით 10 ლარი გაიცემოდა, ცვლილების შემდეგ კი, ეს თანხა 50 ლარამდე იზრდება.

ძალაში შევიდა განლევადი სოციალური დახმარების სისტემაც, რაც გულისხმობს სოციალურად დაუცველისთვის შემოსავლის დაფიქსირებიდან ერთი წლის განმავლობაში დახმარების შენარჩუნებას, ხოლო მეორე წლის განმავლობაში - მხოლოდ არამონეტარული დახმარების შენარჩუნებას.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე, წყვეტადი სოციალური დახმარების მოდელი მოქმედებდა, რაც სტატუსის მქონე პირისთვის შემოსავლის დაფიქსირების შემთხვევაში, სოციალური დახმარების მოხსნას იწვევდა.