გარდაიცვალა 6 წლის ბავშვი

2019-01-19 12:03:52

6 წლის საბა კიწმარიშვილი, რომელც იაშვილის კლინიკაში მკურნალობდა, წუხელ გარდაიცვალა, თუმცა რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

6 წლის საბას ოჯახი ჯანდაცვის სამინისტროსგან უცხოელი ექიმის მოწვევას ან საზღვარგარეთ მკურნალობის გასაგრძელებლად დახმარებას ითხოვდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა რამდენიმე დღის განმავლობაში ძალიან მძიმე იყო და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

როგორც ცნობილია, ბავშვის მდგომარეობა 25 დეკემბერს გაუარესდა. ის ჯერ ბათუმის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, შემდეგ კი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში.