შემთხვევა რუსთავში, გაჩერებაზე

2019-01-18 10:56:36

რუსთავში, XIX მიკრო-რაიონში, მაღლივი კორპუსისკენ მიმავალი მიკროავტობუსების გაჩერებაზე შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით დაზიანებული ავტომობილი საბუქსირე ღვედით გადაჰყავდათ რა დროსაც ღვედი გაწყდა და იქვე მდგომ მამაკაცს მოხვდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

გაწყვეტილი ღვედი მამაკაცს ფეხის მიდამოში მოხვდა, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.