რუსთავის ბაგა-ბაღებში მხოლოდ რუსთავში მცხოვრები ბავშვები ივლიან. დაწესებულებებში უკვე დაწყებულია პროცესი, რის მიხედვითაც, მშობლებმა ბაღებში, რუსთავში რეგისტრაციის ცნობა უნდა წარადგინონ. ბაგა-ბაღების გაერთიანბის ხელმძღვანელის ეკა ხუციშვილის განცხადებით, ქმედება ბაღებში ადგილების ნაკლებობით არის გამოწვეული. იმ შემთხვევაში თუ ბავშვს რუსთავში რეგისტრაციის დამადასტურეელ დოკუმენტი არ აქვს და სხვა ქალაქშია დარეგისტრირებული, მას ბაღიდან გარიცხავენ. განსაკუთრებული მიზეზების არსებობის შეთხვევაში, აღსაზრდელის გარიცხვის საკითხს სპეციალური საბჭო გადაწყვეტს.