18 იანვარს, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიადან" აცნობეს.
კერძოდ, ელექტროენერგიის მიწოდება 10:00-დან 15:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ქ. რუსთავში აღმაშენებლის, ლეონიძის, ერისთავის და მიმდებარე ქუჩებზე, მე-8, 11, 12 მიკრორაიონებში, ხოლო 13:00-დან 14:00 საათამდე - მშენებელთა, ფიროსმანის, წერეთლის, მშვიდობისდა მიმდებარე ქუჩებზე, მარის არხის დასახლებებში, თაზაკენტში და მიმდებარე ტერიტორიაზე. 15:00-დან 20:00 საათამდე - მე-16, 17 და 21 მიკრორაიონებში, ე.წ. სტამბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. 12:00-დან 13:00 საათამდე და 15:00-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს მშენებელთა ქუჩაზე.
16:00-დან 18:00 საათამდე და 15:00-დან 17:00 საათამდე - აბონენტებს მარტყოფში, საცხენისში და დიდ ლილოში, ხოლო 16:30-დან 17:00 საათამდე - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს ფოლადაანთკარი, გამარჯვება, გაჩიანი, ყარაჯალარი და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 18:30 საათამდე - ქ. თეთრწაროში აღმაშენებლის, ტაბიძის, სულხან საბას, თევდორე მღვდლის და მიმდებარე ქუჩებს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს აბელიანი, აბრამეთი, ხოპისი, ქსოვრეთი და მიმდებარე სოფლებს.
12:00-დან 13:00 საათამდე - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებს ირგანჩაი, მამიშლო, ქვემო ოროზმანი, გუგუთი და მიმდებარე სოფლებს. 12:10-დან 19:00 საათამდე - სოფლებს გომარეთი, ველისპირი, სარკინეთი, განახლება, მამულო.
13:00-დან 14:00 საათამდე - სოფლებს კამარლო, დაგარახლო, იაღუფლო, შახმარლო და მიმდებარე სოფლებს. 14:00-დან 15:00 საათამდე - სოფელ შინდლარს.
12:30-დან 18:30 საათამდე - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილ-აჯილოს, აგრეთვე მარნეულში რუსთაველის, 26 მაისის, გუდიაშვილის, მერაბ კოსტავას და მიმდებარე ქუჩებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.