"სოკარ-ჯორჯია გაზის" რეკომენდაცია

2019-01-17 16:04:57

სამწუხარო ფაქტების გამო, თითქმის ყველასთვისაა ცნობილი თუ რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს ბუნებრივი აირის გაჟონვამ. საფრთხე არსებობს ორი ტიპის, გაჟონილი "გაზის" გამო შესაძლოა ადამიანი მოიწამლოს და გაიგუდოს, ასევე შეიძლება მოხდეს აფეთქება. ამიტომაც მნიშვნელოვანია ყურადღებით ყოფნა, იმ მოწყობილობების შემოწმება და სწორი ექსპლუატაცია რაც იყენებს ბუნებრივ აირს.

სოკარ ჯორჯია გაზში აცხადებენ, რომ გუშინ დიღომში მომხდარი აფეთქების შემდეგ გამოძახებები გაიზარდა. მოსახლეობა  საცხოვრებელ კორპუსებში გაზდანადგარების შემოწმებას ითხოვს.

"სოკარ-ჯორჯია გაზი" მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს

როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, პრევენციის მიზნით, აუცილებელია მოსახლეობის კუთვნილი გაზდანადგარების ტექნიკური გამართულობის შემოწმება, რათა თავიდან იქნას აცილებული ის ფატალური შემთხვევები რომლიც გუშინ დაფიქსირდა. საუბარია დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხარდარ აფეთქებაზე, რის შედეგადაც 4 ადამიანი გარდაიცვალა.

სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ პირველ რიგში, შეეცადონ ხარისხიანი გამათბობლები იყიდონ და გაზდანადგარი სპეციალისტს დაამონტაჟებინონ. ასევე ხშირად უნდა განიავდეს ოთახი.

გაზის სუნის აღმოჩენისთანავე კი მოსახლეობამ „სოკარ ჯორჯია გაზის“ ცხელ ხაზზე 16 114- ზე  დარეკონ.

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი, თუმცა, ისინი კლინიკებიდან დღეს გაწერეს და ამ დროისთვის იაშვილის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობას.